Digest Logo

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ვახტანგ ლოლუა პირველ ადგილზეა

1786373168
ვახტანგ ლოლუა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა 53 000 ქულით 55 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. 2025 წელს ლოლუამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (82 კგ) რეიტინგის მეორე ნომერია, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) მეხუთე ადგილს იკავებს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მე-2 ადგილს გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იკავებენ, ხოლო აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) მეხუთეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიყენეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი...“ - 12 აგვისტოს შესასრულებელი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

🎥 „ისეთი რამ არ ჩაიდინოთ, რასაც შემდეგ ვინანებთ...“ - რას უნდა ვერიდოთ დაბნელებების დერეფნის პერიოდში: მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

⭕„ეხვევიან სასიყვარულო სამკუთხედებში...“ - ნეპტუნი და მისი შესაძლებლობები: ნინო ალბორიშვილის პროგნოზი

წყარო: 1tv.ge