
საგანმანათლებლო სივრცე „სემიტა“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი მოსწავლე, 14 წლის გიორგი ავაგუმაშვილი გარდაიცვალა:
„სემიტას“ სკოლას უნიჭიერესი და კეთილშობილი მოსწავლე, 14 წლის გიორგი ავაგუმაშვილი, გამოაკლდა.
გიო ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება უსაზღვროდ განათლებულ, ჭკვიან და სითბოთი სავსე ახალგაზრდად, რომელსაც დიდი მომავალი და უამრავი ოცნება ჰქონდა...
თანავუგრძნობთ გიოს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს და ამ ურთულეს პერიოდში გამძლეობას ვუსურვებთ!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა რისკებს შეიცავს თმის საღებავები და როგორ დავიცვათ თავი ინტოქსიკაციისგან - რეკომენდაციები