Digest Logo

„20 დღე მშობიარობიდან, ჯერ ძნელია - მენტალურად უფრო, ამინდებიც ძალიან მოქმედებს“ - რას წერს ქეთი ხატიაშვილი

1758023312
 ქეთი ხატიაშვილი

26 აგვისტოს, ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვან ქეთი ხატიაშვილსა და დავით კაჭარავას მეორე შვილი შეეძინათ.

წყვილს პირველი შვილი ილია ჰყავს, ამჟამად კი გოგოს მშობლები გახდნენ, რომელსაც მარია დაარქვეს.

ამჯერად ქეთი სოციალურ ქსელში გამომწერებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს და პოსტპარტალურ პერიოდზე ესაუბრება:

„20 დღე მშობიარობიდან🤱🏽

ჯერ ძნელია. მენტალურად უფრო. ეს ამინდებიც ძალიან მოქმედებს 🌧️

ილია წავიდა ბაღში ნახევარი დღით. რჩება უპრობლემოდ და ამაზე ცალკე მოგიყვებით. მარიასთან ვალაგებთ რეჟიმს - ჭამა, ძილი, ბანაობა.

სამსახურში დავიწყე სიარული 3-4 საათით დღეში და ეს მეხმარება „განიავებაში“. ყველაფრით კმაყოფილი და უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მშობიარობის შემდეგ ყველა დედას სჭირდება დრო და მხარდაჭერა ადაპტაციისთვის და კარგად ყოფნისთვის“, - წერს ქეთი ხატიაშვილი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ketevan Khatiashvili (@ketevan_khatiashvili)

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა რისკებს შეიცავს თმის საღებავები და როგორ დავიცვათ თავი ინტოქსიკაციისგან - რეკომენდაციები

რატომ ვხედავთ სიზმარს, უნდა დავუჯეროთ თუ არა მას, რას გვიყვება ქვეცნობიერის გზავნილი - ასტროლოგ ქეთი ოდიშელის განმარტება

„ვინც ცოცხალი შეესწრება, ანგელოზთა საყვირის ხმაზე, წამიერად განიცდის სიკვდილს, ხოლო ყველა გარდაცვლილი სული გაცოცხლდება და შეისხამს უკვდავ ხორცს“ - მამა ლევანი მეორედ მოსვლაზე