
ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, წლის ბოლომდე ლატარია ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება.
„ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს.
ლატარია ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, სხვადასხვა საპრიზო ფონდები იქნება. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს.
გათამაშება შედგება ყოველდღიურად, ლატარიის კომპანია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამარჯვებულად გამოვლინდება. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას“, - აღნიშნა ღიბრაძემ და დასძინა, რომ გათამაშებაში მონაწილეობას ერთჯერადად აცრილი პირებიც მიიღებენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🔵„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“