
პოლიტიკოსი რიმა ბერაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, 8 მარტთან დაკავშირებით, ქალთა უფლებებზე საქართველოში და ზოგადად ქალების როლზე ისაუბრა.
როგორც რიმა ბერიძე აღნიშნავს, სუსტი სქესი არ არსებობს და ეს მხოლოდ სტერეოტიპია.
„ჩვენი ამოცანაა, ყველა ქალი იყოს რეალიზებული ამ ქვეყანაში, დასაქმებული და გვყავდეს ბევრი ლიდერი ქალბატონი, სხვადასხვა სფეროში.
დღეს სუსტი სქესი არსებობს მხოლოდ ფიზიონომიურად. ეს სტერეოტიპი იყო და დაიმსხვრა.
ვფიქრობ რომ ქალს, როცა ის არის თანამდებობის პირი პოლიტიკოსი, უფრო მეტი სათნოებით, დაკვირვებით სიფრთხილით, მორიდებით წყვეტს ყველა საკითხს, შეიძლება ფიზიკურად ვიყოთ სუსტები,მაგრამ ყველა გამოცდილებიდან გამომდინარე ტოლს არ ვუდებთ მამაკაცებს“,- ამბობს რიმა ბერაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება
⭕„და ვინ ირჩევს ჭკვიან კაცებს? არც არავინ, ისინი არ არსებობენ...“- რას წერს გოგა ჩანადირი