სკოლის პედაგოგი, ფილოლოგი და მითოლოგიის მკვლევარი მზია ხაჩიძე, რომელმაც კლინიკური სიკვდილი განიცადა, სტუმრად „საშა კაცმანის“ პოდკასტში იმყოფებოდა.
ფილოლოგმა განმარტა, რომ როცა მის ცხოვრებაში კლინიკური სიკვდილი დადგა, მან საკუთარი სულის მისია სხვაგვარად აღიქვა, პროფესიას სხვანაირად შეხედა და ქართული ლიტერატურაც სხვა კუთხით დაინახა:
სიკვდილთან დამოკიდებულება ქართულ კულტურაში:
მზია ხაჩიძე: დღეს რომ კნუტს უჭირდეს, მირჩევნია მას დავეხმარო ვიდრე დისერტაცია დავიცვა. ანუ გადაფასება მოჰყვა ამას ჩემში. მივხვდი იმას, რომ ამ ყველაფერს მელაპარაკებოდა შოთა რუსთაველი. ამას მელაპარაკებოდა პაპაჩემი, ჭკვიანი მამაჩემის მეგობარი და ა.შ. ამის გაცნობიერება მაშინ მოხდა, როცა რაღაცებს საბურველს გადაახსნი, ჩემ შემთხვევაში კლინიკურმა სიკვდილმა გამოიწვია. სხვა დროს, შესაძლოა, უფრო დიდი დრო დამჭირვებოდა. მაგრამ სამყაროს დრო დააკლდებოდა ჩემი მისიისთვის.
ახალგაზრდა ადამიანები ჩემთან რომ მოვლენ, ჩემი ადგილი არის მათთვის საფეხურად ყოფნა. ამით ვიწყებ პირველ რიგში, რომ სწრაფვა რაღაცისკენ თუ შეიწირავს დანარჩენ ცხოვრებას, ეს არაფრად ღირს. ჰოდა ამ მისიის შესრულებას რა სიხარულიც მოაქვს, ამას ჰქვია სამოთხეში ყოფნა.
დიდი იყო ინდოეთის მეფე ტარიელი, თუმცა მას რომ უბრალო სპასპეტი ავთანდილი არ მიშველებოდა, ვერაფერს გახდებოდა. ძალიან დიდი ადამიანი გახდა ალუდა ქეთელაური, თუმცა მისი კვარცხლბეკი რომ მუცალი არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა. ჩვეულებრივი მკვლელი იყო, კარგი მკვლელი. მის კარზე მრავლად ეკიდა მოჭრილი მკლავები და ჰკითხეს: ახლა რატომ აქვითინდიო. იმიტომ რომ მასში მუცალის სულიერმა საფეხურმა გააღვიძა მასში ჭეშმარიტება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები