Digest Logo

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

1791299491
ნოდარ ჩაჩუა

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი,  ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, ასევე, ყოფილი ჟურნალისტი.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავხდეთ მოზარდობის კრიზისულ ეტაპზე აბიტურიენტისთვის უსაფრთხო საყრდენი? - ფსიქოლოგის განმარტება

🎥 „იმდენ დროს უთმობთ ოჯახზე, სამსახურზე, შვილებზე ზრუნვას, რომ...“ - ვის მიმართა სალომე ბაკურაძემ პირდაპირ ეთერში

🎥 მოძრაობის და ტონუსის ცვლილება, ზედმეტად დაჭიმული ან მოდუნებული კიდური - რა სიმპტომებით ვლინდება ცერებრალური დამბლა?

✕