
20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2 კვირის შემდეგ მოკლული კაცის ცოლმა „კურიერი P.S.“-თან პირველი ინტერვიუ ჩაწერა:
„ძალიან მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა, რატომ გამწირეს ასე, რატომ გაგვწირეს?“, - ამბობს მოკლულის მეუღლე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი კომპოზიტორის დაბადების დღეა!“ - ზურა ხაჩიძის მილოცვა მარიკა კვალიაშვილს