Digest Logo

„ეკლესია ყოველთვის მხარს დაუჭერს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონტექსტშია და ამავე დროს იცავს საზოგადოებას მავნე ზეგავლენისგან“ - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

1717497480
 გიორგი ზვიადაძე

„მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მხარს დაუჭერს ყველა იმ კანონს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონტექსტშია, ამავე დროს კი იცავს საზოგადოებას მავნე ზეგავლენისგან“, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი დაეხმარება საზოგადოებას, თავი დაიცვას მავნე ზეგავლენისგან.

„ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოში იყოს მოქცეული. არსებობს უნიკალური ქრისტიანული კულტურა და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი მართლმადიდებლური ტრადიცია ამშვენებს.

ქართველი ხალხის ისტორია ეს არის ქართველი ხალხის სულიერების ისტორია. რაც ქრისტიანობა იქადაგეს საქართველოში, ამ სულიერი ფასეულობების დასაცავად და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად იყო უდიდესი თავგანწირვა, მოწამეობა ქართველ ხალხში. ეს ასახულია ბევრგან და განსაკუთრებით წმინდა ილია მართალს აქვს უაღრესად საგულისხმო სიტყვები ამასთან დაკავშირებით.

არსებობს კიდევ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. ამ ღირებულებების კონტექსტში ასევე, ქრისტიანული ცნობიერების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონი იქნეს მიღებული. იგი დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვები დაცული იყვნენ იმ მავნე ზეგავლენისგან, რომელიც უკავშირდება უკიდურესად არაჯანსაღი და უმძიმესი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ეს არის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაცული იყოს საზოგადოება. რა თქმა უნდა, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მხარს დაუჭერს ყველა იმ კანონს, რომელიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონტექსტში და ამავე დროს იცავს საზოგადოებას უკიდურესად მავნე ზეგავლენისგან. ეს უკავშირდება იმ ცხოვრების წესის პროპაგანდას, რომელსაც უმძიმესი და უაღრესად დამღუპველი შედეგები მოაქვს საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონების პაკეტი დააინიცირა. საკანონმდებლო პაკეტი, 8 საკითხს ეხება, მათ შორის, ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას და სექსუალური უმცირესობების შეკრებას.
   

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანჯელინა ჯოლი იუბილარია - ამერიკელი კინო ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერა

🎥 „ემოცია რაც მე დამრჩა ამ პროექტში მონაწილეობის დროს არაფრისგან არ მიმიღია“ - ნონა გაფრინდაშვილი ემოციები და შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ შესახებ

⭕„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს“ - პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებაზე