Digest Logo

„ექსპერტიზის პასუხები ცნობილია“ - საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი

1752238930
2 წლის დაჩი

5 მაისს, ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც „დაიჯესტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ბავშვის დედა, „პალიტრა ვიდეოსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.

„მოვიდა პასუხები - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 

სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში, ყველანაირად ჩვეულებრივი დღე იყო, არანაირი წინაპირობა არ ყოფილა მისი ცუდად ყოფნის. 

საღამოს საათებში კი მაცნობეს, რომ ბავშვი დაიღუპა“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოერიდეთ ახალ წამოწყებებსა და მოგზაურობას“ – პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება - რა ხდება ცის კაბადონზე 18 ივლისიდან, 11 აგვისტომდე?

⭕ „ჩემი უძლეველი რაზმი!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე