Digest Logo

🎥 „ერთხელ, მე-16 სართულზე გამოგვიძახეს ავტოსაგზაო შემთხვევისთვის...“ - დავით კაცაძის სახალისო გამოცდილება და პაციენტებთან ურთიერთობის უჩვეულო მეთოდი

1787221003
დავით კაცაძე

ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ სამედიცინო ცოდნასა და გამოცდილებას არ გულისხმობს - პაციენტთან სწორი კომუნიკაცია, იუმორის ზომიერად გამოყენება და ნდობის შექმნა მკურნალობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორ უნდა ესაუბროს ექიმი პაციენტს, როდის შეიძლება იუმორი კომუნიკაციას დაეხმაროს და სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ზედმეტ ხუმრობას შორის? - აღნიშნულ საკითხზე „ჯაფარას პოდკასტში“ მოტომედიკმა და ტრავმატოლოგმა დავით კაცაძემ ისაუბრა:

დავით კაცაძე: „შავი“ იუმორი ცოტა რთულია, თუმცა „თეთრს“ ხშირად ვიყენებ ხოლმე პაციენტებთან. მისვლისთანავე, თუ გარემო ისეთია, რომ სიტუაციას განმუხტვა სჭირდება, ეგრევე მხიარულად ვიწყებ. ნახევრად გადაკრული ხუმრობებიც ხშირად მჩვევია. ეს მეც მეხმარება და მათაც. უბრალოდ მივსულვარ მოქალაქესთან, შემივსია ბარათი და ამ ხუმრობითვე მომიგვარებია პრობლემა, წამლის მიცემის გარეშეც, ასეთებიც ხდება.

ჩვენი ფორმის დანახვა უნდა ამშვიდებდეს ხალხს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როცა მიდიხარ პაციენტთან, უნდა გააკეთო ყველაფერი ამისთვის, ხანდახან - ცოტა მეტიც. ჩემი აზრით, ის ცოტა ხუმრობით ნათქვამი სიტყვები და მხიარულ ნოტაზე გადმოყვანა აუცილებელია. ასევე აუცილებელია ახსნა მოკლე დროში, რათა შემდეგი ჯერისთვის ის უფრო მშვიდად იყოს და პანიკაში არ ჩავარდეს. უნდა აუხსნა წამლის ეფექტებიც, რომ არ შეეშინდეს.

ერთხელ მეთექვსმეტე სართულზე გამოგვიძახეს ავტოსაგზაო შემთხვევისთვის. გზაში გვიკვირდა, რა ხდებოდა, მთელი გზა ამას ვფიქრობდით. ეს მისამართი ჩვენი კლინიკიდან მოშორებით იყო და გზაში ბევრი სახუმარო იდეაც გავაჟღერეთ, მაგალითად: „ფორსაჟს“ ხომ არ იღებდნენ?“ - ეგეც ვიფიქრეთ. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტს მანქანა დაეჯახა შუქნიშანზე, მძღოლი მიიმალა, ეს კი წამოვიდა, სახლში მივიდა და იქიდან გამოიძახა სასწრაფო.

ერთხელ, მოტოთი პაციენტს მისამართზე მისვლა მივასწარი და თვითონ არ იყო მისული. ეს გოგო ცუდად გახდა ავტობუსში და მეგობრებმა სამსახურში გამოუძახეს“,- იხსენებს მედიკოსი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა უნდა გავაკეთოთ, თუ ავტოსაგზაო შემთხვევას შევესწარით? - დავით კაცაძის რჩევები და პირველადი დახმარების „ოქროს წესები“

⭕„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან

⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე