Digest Logo

🎥 „ერთხელ ტაქსის მძღოლი „რენჯ როვერით“ მოვიდა, რომ შევატყვე იყო მდაბალი სულის ადამიანი, სულ თეთრობით ჩავუთვალე ფული...“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი

1732283979
მსახიობი მაკა შალიკაშვილი

მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგორც თავად ამბობს, მან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო მოიპოვა – ხალხის სიყვარული და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში, არასოდეს თამაშობს. მიუხედავად რთული ყოფისა, თავს მაინც ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და ცდილობს, მისი წილი დადებითი ენერგია, ყველა იმ ადამიანს გაუნაწილოს, ვინც მის გვერდითაა. 

მსახიობმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ტაქსის მძღოლებთან საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ჩემთვის ტაქსით სიარული არის ფუფუნება, ვარ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი, თუ არ ვიცი გზა, არ მიდის იქ ავტობუსი, მეტრო და მეჩქარება ამ შემთხვევაში ვიძახებ ტაქსს. 

მამაჩემი იყო ტაქსის მძღოლი, მაგარი კაცი ძალიან. იყო საოცრად კეთილი. მთავარია ვაჭრული სული არ გქონდეს, არაფერი სირცხვილი არ არის. ჩვენ ვართ მუშათა კლასი, დავდივართ, ვწვალობთ...

ერთხელ შემხვდა ტაქსის მძღოლი „რენჯ როვერით“ მოვიდა, ვკითხე, თქვენ ნამდვილად ტაქსის მძღოლი ხართ? მალაპარაკა ლარზე თუ თეთრებზე და რომ შევატყვე იყო მდაბალი სულის ადამიანი, სულ თეთრობით ჩავუთვალე ფული...“, - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

 

@maka.shalikashvil

 

♬ оригинальный звук - Maka Shalikashvili

ასევე დაგაინტერესებთ:

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ელექტრონულ ფულზე გადასვლა, ნავთობის ჩანაცვლება და საკვების დეფიციტი - ასტროლოგის შოკის მომგვრელი პროგნოზი

🎥 „ავად ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან დიდი დრო გავატარე საკუთარ თავთან, ბევრი რამ გადავაფასე“ - არის თუ არა ურთიერთობაში კრისტი ყიფშიძე