Digest Logo

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

1732281704
კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -  დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია.

ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა ექსპერტიზა.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა.

ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ელექტრონულ ფულზე გადასვლა, ნავთობის ჩანაცვლება და საკვების დეფიციტი - ასტროლოგის შოკის მომგვრელი პროგნოზი

🎥 „ავად ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან დიდი დრო გავატარე საკუთარ თავთან, ბევრი რამ გადავაფასე“ - არის თუ არა ურთიერთობაში კრისტი ყიფშიძე

„ალბათ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, დამოკიდებული იყო ეგ ბიჭი და სულ ძალადობდა“ - რას ჰყვებიან საგარეჯოში სასტიკად მოკლულ ქალზე