კულტურის სამინისტრო მწერალ აკა მორჩილაძეს, ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენას ულოცავს.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესურამ, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მოსაპოვებლად აკა მორჩილაძის (გიორგი ახვლედიანის) კანდიდატურა წარადგინა.
„აკა მორჩილაძის უაღრესად ნაყოფიერ და საინტერესო შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაშიც იცნობენ და აფასებენ. მისი მწერლური და პიროვნული ინდივიდუალობა ნათლად შეესაბამება იმ სტანდარტებს, მკითხველები ნობელის პრემიასთან რომ აკავშირებენ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს აკა მორჩილაძეს დამსახურებულ აღიარებასა და წარმატებას უსურვებს. ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება“, - აცხადებენ სამინისტროში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორია თებერვლის თვის კარიერული გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - სოფია ბზეკალავას პროგნოზი
🎥 „ჩემი სიყვარული 22 წლის...“ - ნახეთ როგორ ულოცავენ ლელა წურწუმია და მამულიჩა შვილს დაბადების დღეს