
საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნება“ სტუმარი ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი საბა ჭიკაიძე იყო, რომელმაც ვნების შვიდეულზე ისაუბრა.
დიდმარხვის მეხუთე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
წმიდა მარიამ მეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.
მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც.
სწორედ, მარიამის მონანიების მაგალითზე და ამის მნიშვნელობაზე ისაუბრა მამა საბამ:
„დღეს მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეა, მარიამ ეგვიპტელი ჩემთვისაც გამორჩეული და საყვარელი წმინდანია, მისი ცხოვრების ცვლილებიდან გამომდინარე. ის, როგორც პავლე მოციქული თვლიდან, რომ სწორად იქცეოდა, და თვლიდან რომ ამაში ცუდი არაფერი არ იყო. გასაგებია, რომ მას გულში ღმერთის რწმენა არ ჰქონდა და სინდისის ხმა ჩაკლული ჰქონდა, რადგან ამას 12 წლიდან აკეთებდა. ის არის მაგალითი, რომელიც ადამიანს ასწავლის იმ ცოდვის მონანიებაზე, რომელიც მას აწუხებს გულწრფელად“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: