![გიორგი მიქაუტაძე გიორგი მიქაუტაძე](https://digest.ge/uploads/files/2024/06/19/55236/giorgi-miqautadze_w_h.jpeg)
18 ივნისს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. სხვადასხვა გამოცემებმა ტურნირის საწყისი 18 მატჩი შეაჯამეს და სიმბოლური ნაკრებებიც გამოაქვეყნეს.
ESPN-მა სიმბოლურ თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად შეიყვანა. მასთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ: სიმონი (ესპანეთი), დრაგუშინი (რუმინეთი), კრისტენსენი (დანია), აკე (ნიდერლანდები), კიმიხი (გერმანია), კანტე (საფრანეთი), კროოსი (გერმანია), რუისი (ესპანეთი), მუსიალა (გერმანია) და გაკპო (ნიდერლანდები).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთთან პირველ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის ისტორიული, პირველი გოლი სწორედ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლიკა, რატომ ტირიხარ“ - ემოციური კადრები დორტმუნდის სტადიონიდან
წყარო: 1tv.ge