Digest Logo

🎥 „ჩემი არჩეული ცხოვრების წესი მოეწონა ოტიას, რომ შემომხედა“ - რით მოხიბლა ნუცა ცისკარიშვილმა მომავალი მეუღლე?

1742216122
ნუცა ცისკარიშვილი

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს და კადრებს.

ამჯერად იგი სტუმრად ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც წყალტუბოზე, მის კულტურულ დანიშნულებაზე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმსა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა:

„ოტიას ეზო პირველ რიგში ემსახურება მწერლის სახლ-მუზეუმს. დღესდღეობით კულტურული შემოქმედებით და სამეწარმეო ფუნქციებით არის დატვირთული. ამ ყველაფერს ვემსახურებით, როგორც ღვინის და ლუდის წარმოებით ასევე საგანმანათლებლო სფეროთი, რომელიც ტურისტულის გარდა ოტია იოსელიანის საკვირაო სკოლას მოიაზრებს. უკვე ათი წელია ეს საკვირაო სკოლა არსებობს, მე სამი წელია რაც შევუერთდი და ხელსაქმეს ვასწავლი.

2013 წლიდან დავიწყე ქართული სულისკვეთებით ცხოვრება. 2018 წელს კი დღესასწაულ „ფუძეობაში“ აქტიურად ვიყავი ჩართული, რომელიც რეგიონული ფესტივალია, „ხრიდოლიდან“ მოვხვდი და ფესტივალის ორგანიზატორი გახლდით.

შესაძლოა ჩემი არჩეული ცხოვრების წესი მოეწონა ოტიას, რომ შემომხედა. ეს „ხრიდოლის“ ლაშქარიც დიდ გავლენას ახდენდა, მანამდეც ენერგიული ვიყავი. ეტყობა ჩათვალა საჭიროდ კარგი გოგო არისო. კი მეხუმრება - შენ შემომივარდიო, რადგან მეორე დღეს მუზეუმის სანახავად მოვედით. პირველად რომ შემოვედი კარში, ამ ემოციამ უკან გამწია, მართლა შთამბეჭდავი იყო მწერლის სიდიადის ყურება. გავიფიქრე - რა ბედნიერები არიან ამდენ სიძველეს, რომ უყურებენ მეთქი. ერთ-ერთი დიდი გატაცებაა ძველი ნივთების შეგროვება და მშრალ ხიდზე ვიყავი ამით დაკავებული. ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად თუ ამ ოჯახის წევრი გავხდებოდი“,- ჰყვება ნუცა ცისკარიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - ნინა სუსლოვას განმარტება

🎥 7 წანაზარდი კანზე, რომელიც მეჭეჭს ჰგავს და რომლის გარჩევაც უნდა ვიცოდეთ - კოტე თოდუას რეკომენდაციები

⭕გერმანიაში ქართველ კაცს ეძებენ, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა