Digest Logo

„ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ძალიან სუსტად არის“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

1706203093
გიული ალასანია

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორც გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და უჭირს ფეხზე წამოდგომა.

„ძალიან სუსტად არის, ძირითადად, უნდა წოლა. თუ ადგება, ბარბაცებს. ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა, იატაკს ვერ გრძნობს ადამიანი და ამიტომ, ყოველი მისი ნაბიჯი არის საშიში იმიტომ, რომ შეიძლება დაეცეს. წონასწორობას კარგავს.

დაზიანებული აქვს ხერხემალი, ძირითადი მიზეზი, მე მგონი, ეს არის, რომ ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა“, - ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ხორვატიაში სახლები 13 ცენტად იყიდება - პირობები, რომელიც სახლის შეძენამდე უნდა იცოდეთ

⭕ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

⭕🎥 ბედის კვირის რიტუალები, რომელიც მეორე ნახევარს გაპოვნინებთ - თიკა ქოქაშვილი „სუბსარქისის“ შესახებ

🎥 „არ გააზიაროთ სოცქსელში ყველა დეტალი, თუ ცუდად ხართ, იყავით თქვენთვის ცუდად...“- რას ჰყვება ლინდა ადამია