Digest Logo

ფიგურული ციგურაობა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია

1768671227
ნიკა ეგაძე

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

მოგვიანებით რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა...“ - წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა

🎥 „დღეს „ტრენდი“ არის თეთრი კანი და ინდივიდუალობა...რუჯი რა თქმა უნდა აბერებს კანს...“ - ნინო ხაინდრავა

⭕„ცოტა მეტი ყურადღება და სითბო დაუთმეთ ახლობლებს...“ - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 18 იანვრის ახალმთვარეობას: ქეთი ოდიშელი