საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ირანის ჩემპიონი გიორგი, გველესიანი სტუმრად 21 ივლისს, კვირას, 22:30 საათზე გადაცემაში „ნოესთან“ იქნება.
გიორგი გველესიანი საკუთარ ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, კარიერასა და ოჯახზე ისაუბრებს.
„მაშინ დადიოდა ტროლეიბუსი. ხშირად გადამიგდია, იმიტომ რომ ფული არ მქონია. ფეხით წავსულვარ და დავბრუნებულვარ. მამაჩემს, იმისთვის რომ კარგად ვყოფილიყავით, არ უთაკილია არც ერთი საქმის შესრულება. შეყვარებული ამომყავს სახლში და მინდა გავაცნო და მე ეს მხვდება დასვრილი.
ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. მათ დიდი წვლილი პასუხისმგებლობა მიუძღვით, ამ თაობის სათანადოდ არ გამოყენებაში. მე არ მოვერიდები ამ განცხადებას.
მეც კი მომადგა ცრემლები“, - ჰყვება გიორგი გველესიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სუპერგმირის ნიღაბი მორგებული?