Digest Logo

„ღმერთმა აცხონოს, ვუსამძიმრებ საქართველოს...“ - გიორგი ლობჯანიძე ილია მეორის გარდაცვალებაზე

1773811869
გიორგი ლობჯანიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი და ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე, რომელიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„საქართველოს პატრიარქი „ილია II!“ 1933-2026.

ყველა ადამიანი მტკივა და მეცოდება სიკვდილისთვის, მით უმეტეს, პატრიარქი.

ბევრი, ძალიან ბევრი ვაება აქვს საქართველოს მის ხელში გამოვლილი. იყო ბევრი სიკეთე, ბევრი პოლიტიკური სირთულე, ამოუცნობი წლები და სხვა.

თავის დროზე ბერი გაბრიელისა და მასთან მყოფი რამდენიმე ადამიანისგან პირადად მომისმენია: „ვინც პატრიარქს გამოეყოფა სექტაა“. (ეს პირადად ჩემი ნანახი-მოსმენილია, თავს არავის ვახვევ).

ღმერთმა აცხონოს, ვუსამძიმრებ საქართველოს და დიდი იმედი მაქვს, მალე იქნება საეკლესიო რეფორმები და ამ რეფორმებს ქვეყნის სასიკეთო ცვლილება მოჰყვება.

პ.ს. თხოვნა მექნება პატრიარქთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ დღეებში ნუ იჩხუბებთ და ნუ იკამათებთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს

🎥 „ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს...“ - ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთან“ თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

🎥 „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი