საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ“ - ის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მწუხარება გამოთქვა.
იგი „პსჟ“ -სთან ერთად „ჩელსის“ ეთამაშებოდა, როცა უწმინდესის გარდაცვალების ამბავი გაიგო.
ამჯერად კი ქართველი ფორვარდი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„უმძიმესი დღეა! გარდაიცვალა ჩვენი მამა და ერის სულიერი წინამძღოლი. სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის, მაგალითი და მქადაგებელი.
ვუსამძიმრებ ქართველ ხალხსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთმა აცხონოს, ვუსამძიმრებ საქართველოს...“ - გიორგი ლობჯანიძე ილია მეორის გარდაცვალებაზე
⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს