მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ემოციურად წერს.
მომღერალი ამბობს იმას, რომ ყველა კონკურსისა და ნაბიჯის გადადგმისას პატრიარქის ლოცვა-კურთხევას იღებდა:
„დღეს ძალიან მძიმე დღეა. საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა.
ჩვენი უტკბილესი პატრიარქი იყო სითბო, რწმენა და ძალა და მთელი ერისთვის. მისი სიტყვები და ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა.
17 წლიდან, ყველა კონკურსზე, სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა. ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, დაგვრჩება მისი სიყვარული და მადლი სამუდამოდ.
ჩემი ბოლო სტუმრობა ჩვენ პატრიარქთან, სადაც მხვდა ბედნიერება და უდიდესი პატივი მისთვის შემესრულებინა მისივე დაწერილი საგალობელი „კირიე ელეისონ“, - ნუცა ბუზალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო...“ - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქზე
⭕„ღმერთმა აცხონოს, ვუსამძიმრებ საქართველოს...“ - გიორგი ლობჯანიძე ილია მეორის გარდაცვალებაზე
⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს