
„ბიბლუსი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
„უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა თანამშრომელს.
ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოიმატებს მაგიური თავდასხმების და ჯადოქრების თემა“ - რას გვიმზადებს ლილიტის მორიელში გადასვლა?