79 წლის ასაკში გარდაიცვალა წმ. ალექსანდრე ნეველის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყიფშიძე.
სამწუხარო ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა:
„სამწუხარო ინფორმაცია.
მძიმე ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა წმ. ალექსანდრე ნეველის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყიფშიძე.
მისი სახით საქართველოს ეკლესიას კიდევ ერთი ძველი თაობის წარმომადგენელი გამოაკლდა.
შევთხოვთ უფალს სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სასულიერო პირი 2007 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ – მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სიმდიდრე არის უნარი - შეიგრძნო ცხოვრება მთელი მისი სისავსით...“ - ნინო თოფურია
🔵ექიმი ლევან შელეგია: სექსი, ჯანმრთელობა და ფსიქიკა - პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში