
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ საღამოზე ცნობილი კომპოზიტორების სიმღერები შესრულდება.
დეტალებზე მომღერალმა და ტელეწამყვანმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა:
„რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. კონცერტზე ჩემი ცხოვრების საოცნებო დუეტი გაჟღერდება, შემოგვიერთდა გენიალური თამრიკო გვერდწითელი და მე და ის ვიმღერებთ მის შედევრს - მრავალჟამიერს.
2 წელი დამჭირდა ჩვენი გენიალური კომპოზიტორების ნაშრომები ერთად შემეკრა და 26 მაისს ფილარმონიაში გამეტანა.
გაჟღერდება რევაზ ლაღიძის, ნუნუ დუღაშვილის, გოგი ცაბაძის კომპოზიციები. შევიტანე ისეთი სიმღერები, რაც ჩვენს გენთან ასოცირდება. შეიძლება ეს არ იყოს პატრიოტულ თემაზე დაწერილი სიმღერა, მაგრამ ჩვენია“, - ამბობს ანრი ჯოხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კავშირი აქვს ასტროლოგიასა და ტემპერამენტს - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს ახასიათებს