Digest Logo

„გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას, შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“ - მეუფე შიო

1737283088
მიტროპოლიტი შიო

„გილოცავთ ძვირფასო დებო და ძმებო ნათლისღებას. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“, - ამ სიტყვებით მიმართა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგებისას საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი).

„ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს. გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას. ნათლისღების მადლს მოაქვს ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ლაბორატორიაშია წასაღები ამ კაცის სხეული, რანაირად ახერხებს ამას? ამიტომაც ამბობენ, რომ იდეალური მეტსახელი აქვს, მანქანა სრულყოფილად გამოხატავს მერაბ დვალიშვილს“ - ანდრო ხელაძე

🎥 ემოციური კადრები კალიფორნიიდან, სადაც მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გაიმართა - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕„მონათვლა უფლის დიდი წყალობაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ შესაძლებლობას ქმნის - ღმერთის მეგობრად გარდასახვის შესაძლებლობას“ - გია მურღულია