განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში ნათლისღებასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„როცა მოინათლები, იმ მომენტიდან ხარ ქრისტიანი. თავისი არსით ეს არის განწმენდაც, ზიარებაც, კარიც და გზაც.
ნათლით შემოსვა, ნათელმოსილება სულის ბედნიერებაა - რაკიღა ნაწილი დამბადებელ მთელს გრძნობს და ესწრაფვის სრული სისავსით.
მონათვლა უფლის დიდი წყალობაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ შესაძლებლობას ქმნის - ღმერთის მეგობრად გარდასახვის შესაძლებლობას.
მიღებულ ნათელს ვერაფრით გააძლიერებ, მაგრამ ყოველდღე უნდა იზრუნო, რომ უკეთესი გახდე და უფლის მიზნებს ემსახურო, რათა სინათლემ არ მოიკლოს და, მითუმეტეს, არ გაფერმკრთალდეს.
გილოცავთ ნათლისღების დიდ დღესასწაულს!
მეგობარო, დაე, სულში ანთებული სანთელი არასდროს ჩაგიქრეს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თოფურია დვალიშვილზე: აი ეს ხდება მაშინ, როდესაც დაღესტნურს ქართული ჭიდაობა უპირისპირდება