Digest Logo

„იმ დღეს თამაზთან ერთად ბევრი დაინფიცირდა, მან სული მართლა ტანჯვით დალია“ - ტარიელ ხარხელაური მეჭიაურთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

1644925909
ტარიელ ხარხელაური

67 წლის ასაკში პოლიტიკოსი - თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ის კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

მისი მეგობარი, პოეტი - ტარიელ ხარხელაური ამ სამწუხარო ამბავს გამოეხმაურა და გამოცემა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იმ დღეს, როდესაც დაინფიცირდა ერთად იყვნენ დღეობაზე.

ბოლოს ერთმანეთი 25 იანვარს მიხაობაზე - მიხა ხელაშვილის დღეობაზე, ჩარგალში ნახეს. როგორც პოეტი ამბობს, იმ დღეს მის გარდა, ბევრი დაინფიცირდა.

ტარიელ ხარხელაური:

„ბოლოს, მე და თამაზი 25 იანვარს მიხაობაზე, ჩარგალში ვიყავით. არაფერი წინათგრძნობა არ ჰქონია. საერთოდ, არ იმჩნევდა ხოლმე ტკივილს, რაიმე წუხილს. სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში, სხვანაირად უხდებოდა სამზეოს...

სახეზე იარა ისევე ამშვენებდა, როგორც ღიმილი. სიარული უხდებოდა, ქეიფი უხდებოდა...

მიხა ხელაშვილს სამშობლოსთან და კაცობასთან აიგივებდა. ის არის ჩვენთვის სამშობლოს ერთგულების მაგალითიო.

საავადმყოფოში რომ მოხვდა, ჩემზე დარდობდა, მე ხომ არ გადავდე ტარიელს ვირუსიო, ჩემს მეუღლეს დაურეკა. იმ დღეს ყველა თიანეთელს შეხვდა კორონავირუსი, ჩემს გარდა. სამჯერადმა აცრამ მიშველა.

მე და თამაზს 40-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. როცა ადამიანი სიცოცხლეს იმეტებს შენთვის, ის ახლობელზე და მეგობარზე მეტია.

რაც ქართულ მწერლობაში შემოვედი, არც ერთი წუთით არ მივუტოვებივარ.

დღეს ბევრი იბრალებს პოეტურობას. თამაზმა მათზე უკეთ იცოდა ლექსი. უყვარდა ვაჟა-ფშაველა. უყვარდა ჩემი შემოქმედება. უკვე ვერ განასხვავებდი, ლექსიდან ვუყვარდი თუ მეგობრობიდან.

ჩემი სატკივარი ისევე მიიღო და უძლებდა, როგორც მე. მუდამ ჩემს გვერდით იდგა, კაცურად, ჭირშიც და ლხინშიც. იმედი უნდა გქონოდა, რომ ეს კაცი არ გიღალატებდა. გამორჩეული იყო.

ვინც კი იცნობდა თამაზ მეჭიაურს, ყველასთვის თავზარდამცემია ეს ამბავი. ვაჟამ რომ დაუწერა ალექსანდრე ყაზბეგს გარდაცვალებაზე ლექსი, თამაზისნაირ კაცებს ყველაზე მეტად უხდებათ.

„შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა...“ მან სული მართლა ტანჯვით დალია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

წყარო: primetime.ge