
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იმ პერიოდზე წერს, როდესაც მამამისი პატიმრობაში შიმშილობდა.
ირინა ბათიაშვილი პარალელს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან ავლებს და აღნიშნავს რომ მისგან განსხვავებით მამამისი ორ კვირაში ისე დაუძლურდა რომ ფეხზე დგომა უჭირდა.
„იცით რა არის შიმშილობა?! მე გეტყვით:
ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობის 16 დღე – არანაირი საკვები, არანაირი საკვების დანამატები, არანაირი წვენები, არანაირი გადასხმები, არანაირი ვიტამინები, არანაირი მინერალური წყალი, ბორჯომსაც კი არ სვამდა!
როცა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შევიდა ირაკლი ბათიაშვილის, თავისი სულიერი შვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის 4 კვადრატულ საკანში, ისეთი დასუსტებული იყო მამაჩემი, რომ ფეხზე ძლივს იდგა“, - წერს ბათიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“
🔵გასაჯაროვდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ მიირთმევს მიხეილ სააკაშვილი ფაფას