Digest Logo

„კანონპროექტი გაიწვიესო, კარგია, მაგრამ ფრთხილად, მეგობრებო. „ოცნება“ და პუტინის რუსეთი არ ინდობა და ჩვენ ეს გამოგვიცდია“ - ზვიად კვარაცხელია

1678347616
ზვიადი კვარაცხელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ყოველგვარი დათქმის გარეშე მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ უკან გაიწვიეს“.

🔵 „მეგობრებო, არ არსებობს ამგვარი ტერმინი კანონპროექტის „გაწვევა“. ცდილობენ დრო მოიგონ“ - დავით ჯანდიერი

აღნიშნულ ფაქტს  მწერალი ზვიად კვარაცხელიაც გამოეხმაურა. 

„რუსული კანონპროექტი გაიწვიესო. კარგია. მაგრამ ფრთხილად, მეგობრებო. „ოცნება“ და პუტინის რუსეთი არ ინდობა და ჩვენ ეს გამოგვიცდია.

სუნთქვა უნდა გვეყოს, არ უნდა ჩაიფერფლოს ჩვენი პრინციპული პროტესტი პუტინის რუსეთის და მისი ქართველი მოკავშირეების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები რუსთაველზე იდგა და ჩვენს მომავალს იცავდა, დაუვიწყარია მათი სიმამაცე.

ვხარობ, რომ ძალიან მალე თქვენ გვერდით ვიქნები. წინ უფრო დიდი გამარჯვება გველოდება!“,- წერს კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„არავინ გაბედოს პირადში მოწერა და შეურაცხყოფის მოყენება! გინება მეც შემიძლია და გინებაზე მეტი, თუ საჭირო გახდა !“ - რას წერს გივიკო დიდია

🔘„ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... მე ვარ „მეგრელი“ და მაშასადამე ევროპელი, ახალი ამბავია ეს?!“ - ნანუკა გულუა

🔘„500 კაცი ელოდება კლუბში შეშვებას. აი, ამათ უნდათ წიწაკის სპრეი და ბროწეულის ოყნა. ცხოვრება გამოგრჩათ, ქვეყანა გამოგრჩათ ბანძ კლუბებში ძიგძიგით“ - კატუ ცხადაძე