Digest Logo

„ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, სიცხე, ხველა – დარჩით სახლში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი“ – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

1759423447
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც COVID შესახებ წერს, იგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„COVID-ის ახალი შტამი Stratus — საზოგადოებრივი ინფორმაცია

სამი დღის წინ საქართველოს მოსახლეობას უკვე მივაწოდე ინფორმაცია COVID-ის ახალი შტამის — „Stratus“ — შესახებ. პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული.

დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის უწყებებიც უკვე ოფიციალურად აფრთხილებენ მოსახლეობას ახალი შტამის გამო.

რა უნდა ვიცოდეთ

• „Stratus“ (ან XFG ქვე-ვარიანტი) Omicron-ის ახალი ხაზია;
• ძირითადი სიმპტომებია: ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, სიცხე, ხველა;
• მაღალი რისკის ჯგუფებმა (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონენი) განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

რა უნდა გავაკეთოთ ახლა, როცა საქართველოში COVID-ის ვაქცინაცია აღარ ხორციელდება?

1. ნიღბები დახურულ სივრცეებში

გამოიყენეთ მაღალი დაცვის ნიღაბი (FFP2/KN95) გადატვირთულ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში.

2. ხალხისგან დისტანცია

ეცადეთ, მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექციების გავრცელება იზრდება.

3. ხშირი ხელების დაბანა

გამოიყენეთ საპონი ან ანტისეპტიკი – ვირუსი მარტივად გადადის ხელით შეხებით.

4. ვენტილაცია

რეგულარულად გაანიავეთ ოთახები, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმყოფება ერთად.

5. სიმპტომების შემთხვევაში – იზოლაცია

ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, სიცხე, ხველა – დარჩით სახლში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი.

6. ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონენი

განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით – შეამცირეთ რისკიანი კონტაქტები.

საქართველოში, სადაც ვაქცინაცია აღარ ტარდება, დაცვის მთავარი გზა რჩება პირადი პასუხისმგებლობა და პრაქტიკული პრევენციული ნაბიჯები.

პროფესორის კომენტარი

„საზოგადოების ინფორმირება ყველაზე ეფექტური იარაღია. როცა მოსახლეობა იცის, რა ხდება, შეუძლია საკუთარი თავის და ოჯახის დაცვა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ“ - მერაბ დვალიშვილი

⭕ „ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას?!“ - როგორ აღნიშნეს არველაძეებმა და ლორთქიფანიძეებმა ოჯახის ახალი წევრის დაბადება

⭕მანიკა ასათიანი 33 წლის გახდა - კადრები ტელეწამყვანის გრანდიოზული დაბადების დღიდან