Digest Logo

🎥 „ხშირად მსმენია მშობლებისგან: „ჩემი შვილი 24 საათი დარბაზშია, ისე უყვარს კალათბურთი“, თუმცა ეს ჩემთვის არაფრის მთქმელია“ - რას ნიშნავს ზაზა ფაჩულიასთვის ნამდვილი შრომა

1752223620
ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია - ადამიანი, რომელიც ქართული სპორტის ლეგენდაა. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა NBA-ის სხვადასხვა გუნდში. იგი არ არის მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი, იგი ადამიანია ვისაც განვითარება არასოდეს შეუწყვეტია და წარმატებული სპორტსმენიდან, წარმატებული ბიზნესმენი გახდა. 

ამჯერად ზაზა ფაჩულია, კაცმანის პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ისაუბრა თუ რას მიიჩნევს მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქართველის სპორტსმენი ნამდვილ შრომად. 

„ყველამ იცის, რომ უნდა იშრომოს, თუმცა ბევრმა არ იცის, რა არის ნამდვილი შრომა. 

ბევრს ჰგონია, რომ შრომობს, მაგრამ არ არის ეს საკმარისი, რადგან იმხელა კონკურენცია.

ხშირად მსმენია მშობლებისგან: „ჩემი შვილი 24 საათი დარბაზშია, ისე უყვარს კალათბურთი და იმდენს ვარჯიშობს“, თუმცა ეს ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის. 

ნამდვილი შრომა და ვარჯიში, არის ის, რომ სახლში მოდიხარ დაღლილი არაფრის თავი არ გაქვს და მოედანზე ტოვებ ყველაფერს, მეორე დღე თენდება, ხდება აღდგენა და არ გბეზრდება ვარჯიში გიყვარს შრომა. 

იმიტომ კი არ ვარჯიშობ, რომ ვიღაცამ გითხრა, ან ჩემ პოდკასტს უსმინე - ეს შენ გინდოდა. შრომა უნდა გიყვარდეს, ყველას გვაქვს პლუსები და მინუსები, რომელზეც უნდა ივარჯიშოთ. 

ჩემი გადმოსახედიდან ბევრი უბრალოდ იძახის და ვერ ხვდება რა არის ნამდვილი შრომა“, - ამბობს ზაზა ფაჩულია. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კაი ბალღია, როგორც მამაჩემი იტყოდა“ - ნინი შერმადინი შვილის ფოტოს აქვეყნებს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის კარგი დასვენება? - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან