
სატრანსფერო პორტალმა Transfermarkt-მა პარიზული კლუბის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა, ცვლილება კი შეეხო ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომლის ღირებულებაც ფინალური მატჩის შემდგომ 80 მილიონიდან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც “პსჟ”-ს რიგებში უმაღლესი საზიარო მაჩვენებელია.
ხვიჩასთან ერთად 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა უსმან დემბელესა და დეზირე დუეს ფასებიც.
აქამდე კვარაცხელიას ღირებულების მაქსიმალური ფასი 85 მილიონს შეადგენდა, როდესაც „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს იტალიის სერია „ა“ მოიგო.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო, ხოლო „პსჟ“-სთან ერთად ტრებლი შეასრულა და სეზონი ოთხი მოგებული ტიტულით დაასრულა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: