Digest Logo

კვარას დუბლი - ქართველმა ფორვარდმა „ოსერს“ მეორე გოლი გაუტანა

1747515000
ხვიჩა კვარაცხელია

კვარას დუბლი - ქართველმა ფორვარდმა „ოსერს“ მეორე გოლი გაუტანა.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ოსერთან“ 90 წუთი ითამაშა. პარიზელებმა 3:1 მოიგეს, თუმცა შესვენებამდე სტუმრები წინ იყვნენ – 1:0. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე წონასწორობა ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა, 87-ე წუთზე კი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალში „პარის სენ-ჟერმენი“ მილანის ინტერს დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა, რომლის საშუალო ასაკი 23.3-ს შეადგენს. „ნერაძურისთან“ მოგების შემთხვევაში, პსჟ-მ შესაძლოა ახალი რეკორდი დაამყაროს.

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პარიზული გუნდი გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა კოლექტივი. ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის ამსტერდამის აიაქსის საჩემპიონო გუნდს, 1994/95 წლების სეზონში, საშუალო ასაკით 23.0.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს“ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა

🎥 „მოგებული თამაშის შემდეგ მაისურის გაცვლა ვთხოვეთ და არ გაგვიცვალეს...“ - გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე და ბარსელონასთან თამაშზე

🎥 „როგორც კი გამოჩნდა ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება...სულ ვნერვიულობდი ჩემ ოჯახზე“ - რას ჰყვება გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერაზე?