Digest Logo

🎥 „კვლავ ბაიერნის ხედვებშია“ - მიუნხენში კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან

1785161185
 თორნიკე კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ თორნიკე კვარაცხელიამ კონფერენს-ლიგის მატჩი ჟალგირისის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

16 წლის კვარაცხელიამ დინამოს მაისური სასტარტო შემადგენლობიდან პირველად მოირგო და შეუჩერებელი იყო. დინამომ 3:0 გაიმარჯვა.

კვარაცხელიას კარგ თამაშს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გერმანული გვერდი Bayern & Germany ეხმაურება.

„თორნიკე კვარაცხელიამ კონფერენს-ლიგის მატჩში „დინამო თბილისის“ მაისური სასტარტო შემადგენლობიდან პირველად მოირგო და შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

16 წლის შემტევი მაისის თვეში „ბაიერნში“ სინჯებს გადიოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ სანამ 18 წლის არ გახდება, ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია. თორნიკე კვლავ ბაიერნის ხედვებშია“, - წერს გამოცემა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ „სიყვარული არ გვეკითხება ვინ ვართ, ის გვახსენებს, რომ ყველანი ადამიანები ვართ...“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ „სანამ ეშმაკი ხედავს შენს სისუსტეს გადაწყვეტილებაში – მანამდე ბრძოლა გექნება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: lagazzetta.ge