საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6281 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9955 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9931 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0555 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ივლისს შევა ძალაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: