პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდა. 21 წლის ყაზახთან ლაშამ შეხვედრა დამაჯერებლად წარმართა, თუმცა პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა ყაზახს მიანიჭა.
მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა თუმცა უფრო ეფექტურად იბრძოლა და ამჯერად ყველა მსაჯმა მას მიანიჭა უპირატესობა და გადამწყვეტი რაუნდის წინ ანგარიში გათანაბრდა.
ბოლო რაუნდში გურულმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 3:2 გაიმარჯვა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„2000 სოფელი მოვიარეთ, პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე