Digest Logo

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

1708165174
ლევან თედიაშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,  75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გამოსულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე რთულად დასამარცხებელი ის ბოროტებაა, რომელიც კანონიერად ხდება და თითქოს სიკეთით არის შემოსილი“- რას წერს გია მურღულია

⭕როგორია თებერვლის თვის კარიერული გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

🎥 „ჩემი სიყვარული 22 წლის...“ - ნახეთ როგორ ულოცავენ ლელა წურწუმია და მამულიჩა შვილს დაბადების დღეს

„ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება“- კულტურის სამინისტრო აკა მორჩილაძის ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენაზე