
„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ლა ლიგა 2-ში „ალბასეტესთან“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც წინა ტურში „ელჩესთან“ (3:1) მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
„ქოჩორაშვილმა მსუბუქად ივარჯიშა, რადგან იგივე მდგომარეობაშია, როგორიც წინა კვირას და ვუფრთხილდებით, რადგან გუნდს დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად მეტი ქულა სჭირდება. „ალბასეტესთანა“ თამაშამდეც ვნახავ, როგორ მდგომარეობაში იქნება და გადავწყვეტთ, ვათამაშებთ თუ არა ძირითად შემადგენლობაში“, – ამბობს „ლევანტეს“ მწვრთნელი.
„ლევანტე“ ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ვალენსიელები 70 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „ელჩეს“ (71) მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თამო ვაშალომიძე მსახიობის ამპლუაში - კადრები სოცქსელში ვრცელდება
წყარო: 1tv.ge