Digest Logo

🎥 თამო ვაშალომიძე მსახიობის ამპლუაში - კადრები სოცქსელში ვრცელდება

1747402088
თამო ვაშალომიძე

ფოტო მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი პროდუქცია წარადგინა. იგი საზოგადოების ყურადღების ობიექტია მუდმივად და ყვითელი პრესის ფურცლებზე, წლებია ხვდება.

ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიელმა რეჟისორმა მას ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

თამომ არც ფილმის, არც რეჟისორისა და არც მსახიობების ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ერთ-ერთმა გვერდმა, fashiontime-მ გადაღებებიდან კადრები გაავრცელა.

„ფილმში დამამტკიცეს, ამას გიმალავთ ორი თვეა. ტექსტი მაქვს ინგლისურად. თქვენ იცით, რომ ვსწავლობ ინგლისურს და ძალიან ცუდი მოსწავლე ვარ. რთულად ვსწავლობ. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა. ხვალ მაქვს პირველი გადაღება. უნდა ვიყო დილის ცხრა საათზე მოედანზე. მთის ძირში იქნება გადაღებები რომიდან ერთი საათის სავალი გზაა. არ მაქვს უფლება ფილმის სახელის და იმ ცნობილი ადამიანების დასახელების. რა თქმა უნდა მე არ ვარ მთავარ როლში, არც მეორეხარისხოვანში. სულ რომ არ ვყოფილიყავი და ხმა არ ამომეღო, უბედნიერესი ვიქნებოდი და ვარ.

როდესაც იყო „თამოსკინი“ მილანის მოდის კვირეულის სპონსორი, იქ იყო რეჟისორი, რომელსაც მოვეწონე. ვუთხარი რომ მე არ ვიცი ენა. გამომიგზავნა პატარა ტექსტი, უნდა გადამეღო ვიდეო. გადავიღე კიდეც, ყველანაირად ვეცადე, მაქსიმუმი ჩავდე. მომივიდა მეილი, თქვენ დამტკიცებული ხართ ფილმში. ეს არის ჩემთვის ახალი ეტაპი. რაზედაც ვნერვიულობ არის ის, რომ როცა ვსწავლობ უცებ ვითიშები და მავიწყდება. ვნერვიულობ რაც ვისწავლე არ დამავიწყდეს“, - ამბობდა თამო ვაშალომიძე.

@fashiotime #foryoupage #fyp #cannes2025 ♬ original sound - Fashiontime

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ იჩენს თავს...“ - რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს ტყუპების პერიოდში? ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა...“ - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

⭕კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს ვილი სანიოლი ნაკრებში?