Digest Logo

🎥 ცხოვრება კუბოში, მიწის ქვეშ... ასეთი რამ საქართველოში, ჯერ არავის გაუკეთებია - გიგი ქათამაძის შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი

1747404739
გიგი ქათამაძე

10-დღიანი შიმშილი, 5 დღე სიბნელეში და ამჯერად მიწაში რამდენიმე დღის გატარება - ეს ის აქტივობებია, რომელსაც ქართველი იუთუბერი და ბლოგერი გიგი ქათამაძე სთავაზობს საზოგადოებას.

იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს. 

ამჟამად მას იუთუბიზე 121 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ გიგიმ გაავრცელა ვიდეო, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი რამდენიმე დღის გატარებას მიწის ქვეშ აპირებს. როგორც თავად აღნიშნა ამ აქტივობის გაკეთებას ჯერ სატესტოდ აპირებს და შემდეგ ეცდება მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული იუთუბერის, „მისტერ ბისტის“ რეკორდი მოხსნას და მიწაში 10 დღე გაატაროს:

„დაიჯერებ თუ გეტყვი, რომ მომდევნო 3 დღე მიწაში ვაპირებ ცხოვრებას?

ეს არის ჩემი პირველი ნაბიჯი, რომ მოვხსნა „მისტერ ბისტის“ რეკორდი — 7 დღე კუბოში.
მაგრამ სანამ ამას გავბედავ… ჯერ უნდა ვნახო, გავუძლებ თუ არა 3 დღეს მიწის ქვეშ.

ასეთი რამ საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია“, - წერს გიგი ქათამაძე ვიდეოზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თამო ვაშალომიძე მსახიობის ამპლუაში - კადრები სოცქსელში ვრცელდება

🎥 „ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ იჩენს თავს...“ - რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს ტყუპების პერიოდში? ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა...“ - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა