„ვილი, მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენს გუნდს მიეცით“, - წერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც მიქაუტაძე აღნიშნავს, ვილი სანიოლი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად.
„ვილი, მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენს გუნდს მიეცით, ყველა იმ მომენტისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ - გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი თავის რწმენა შევიძინეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე ყველაზე ლამაზი გვერდი.
მოედნის მიღმა კი ყველაზე მეტად მეხსიერებაში დამრჩებიან ადამიანები, მათი რჩევები და ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით.
ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად“, - დაწერა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჩრდ. ირლანდიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღარ არის. მას ამ პოსტზე რამაზ სვანაძე შეცვლის.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადებიდან ასეთი ნაზი, დახვეწილი და ფემინურია... ბედნიერი ვარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილზე
⭕26 სექტემბრის სავსემთვარეობა: სურვილების მანიფესტაცია და უძლიერესი ენერგეტიკული პიკი!