Digest Logo

🎥 „დაბადებიდან ასეთი ნაზი, დახვეწილი და ფემინურია... ბედნიერი ვარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილზე

1790419964
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ცნობილ ბიზნესმენთან ალექსანდრას ერთი საერთო შვილი ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებულ კადრებს მოდელი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„ბევრი რამ, ქალური და ნაზი, ეტაპობრივად შევიტყვე, ვისწავლე, დავნერგე ცხოვრებაში, ეს გოგონა კი დაბადებიდან ასეთი ნაზი, დახვეწილი და ფემინურია. გაგიჟდა ამ საოცარ კაბაზე, თან დედიკოს კაბის იდენტურია.

ამისთვის ვცხოვრობთ დედიკოები, რომ პატარები, განსაკუთრებით გოგონები, არ დაიჩაგრონ, იცოდნენ სიცოცხლის გემო, საკუთარი თავის ფასი და მაღალი, ადამიანური თვისებებით და ღირებულებებით გამოირჩეოდნენ.

გოგო შვილი არის მთელი ქალურობის უნივერსიტეტი, მშობლებისთვის.

უამრავს დავწერდი, ბედნიერი ვარ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ბიზნესმენ დავით კოდუას და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს 2021 წელს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ვიქ­ტო­რია შე­ე­ძი­ნათ. პირველი ქორწინებიდან მოდელს ერთი ვაჟი ჰყავს, დავითი კი, ამ ურთიერთობამდე, ოთხი შვილის მამა იყო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕26 სექტემბრის სავსემთვარეობა: სურვილების მანიფესტაცია და უძლიერესი ენერგეტიკული პიკი!

⭕„ნერვიულობა გვაძლევს პრობლემის მოგვარების ილუზიას, ჩვენ კი ისედაც დასტრესილებს რეალური გამოსავალი გვგონია...“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა სამტრედიაში მოხდა

✕