მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.
იგი საქართველოში იმყოფება და გამომწერებს ახალ ამბებს უზიარებს.
როგორც ირკვევა, ნუცა ბუზალაძე გადაცემის „ნიჭიერი“ ერთ-ერთი ჟიური იქნება:
„ნიჭიერის“ ახალი სეზონი დაიწყო!
დღეს კი კასტინგის პირველი დღე გვაქვს.
მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა პირველად „ნიჭიერის“ სცენაზე გამოვედი… ახლა კი ამავე პროექტში უკვე ჟიურის ამპლუაში მიხილავთ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადებიდან ასეთი ნაზი, დახვეწილი და ფემინურია... ბედნიერი ვარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილზე
⭕26 სექტემბრის სავსემთვარეობა: სურვილების მანიფესტაცია და უძლიერესი ენერგეტიკული პიკი!