
მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, მეორადი ტანსაცმლის გაყიდვისას, დაგიმალავთ რომ მსახიობი ხართ? - ასე უპასუხა:
„ამის გახსენებაზე ყოველთვის ცრემლი მომდის. თან სიძლიერის ცრემლი არის. იმ დროს ჩემი საყვარელი პროფესია მსახიობობა დავმალე. 90-იანი წლებია, თვითანაზღაურებაზე ვიყავით შეიძლებოდა ყოფილიყო დღე როცა ორ ლარნახევარი აგვეღო. ოჯახი ჩემ კისერზე იყო და რა მექნა. მეორადები ახალი შემოსული იყო. დიდუბეში ვიყავი ღვთისმშობლის ეკლესიაში და ღმერთს ვთხოვე - რა გავაკეთო. რომ გამოვედი დავინახე წარწერა - „მეორადი ფუთები წონით“. შევედი, ოღონდ არ ვარ ცნობადი მაშინ. ადგილიც არ მქონდა. ვიღაც ქალი შემოვიდა და იმ ქალმა შემომთავაზა წინადადება, რომ მენახა გადაჭრილი ვაგონი, რომელიც კანდელაკზე იყო. ჩემი ხელით შევღებე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალს და მეგობრებს, რომლებმაც ფული მასესხეს. კატასტროფულად მეცვა.
ერთხელ ერთი ქალი შემოვიდა და შემომხედა - შენ თეატრალურ სარდაფში არ მუშაობ შენ ჰო მსახიობი ხარო. მე ვუპასუხე არა მეთქი. არ მინდოდა პროფესია დაკნინებულიყო, რადგან მაშინ თეატრისგან საზოგადოება შორს იყო“, - ჰყვება ნატუკა გულისაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: