Digest Logo

„მისი ცხოვრება იყო სკოლა და ჩოგბურთი. ჩემს ხელშია გაზრდილი...“ - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მარიტაზე

1665826306
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ვაკის სამების ტაძარში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან მოზარდის კლასელები, მშობლები, ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები. 

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მარიტა მიუხედავად მცირე ასაკისა, ძალიან წარმატებული იყო და სპორტში დიდი მიღწევებიც ჰქონდა. 

„განადგურებულები ვართ, რა უნდა გითხრათ? ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. საქართველოს ჩემპიონი იყო, მისი ცხოვრება იყო სკოლა და შემდეგ ჩოგბურთი“, - ამბობს ალექსანდრე მეტრეველი. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

🔵„რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეშინია იმ ქვეყნის, სადაც იზრდება. ვერც ვხვდები, როგორ უნდა დავიცვა ჩემი შვილი ამ ყველაფრისგან“ - გურამ შეროზია

🔵13 წლის ლაზარე უკვე სრულად კონტაქტურია - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე

🔵„აუტანელი მოსასმენია - „ღმერთმა წაიყვანა თავისთან, სამოთხეში”... არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა“ - პეტრე კოლხი