Digest Logo

13 წლის ლაზარე უკვე სრულად კონტაქტურია - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე

1665818373
ტრაგედია ვაკის პარკში

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი 13 წლის ლაზარე სრულად კონტაქტურია. 

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ სუნთქვას თავისით, დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. ბავშვი აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს.

რისკები მაინც საჭიროებს ჯერ დაკვირვებას. რაც შეეხება პროგნოზს, ვფიქრობ ლაზარეს მდგომარეობა კარგი იქნება და სავარაუდოდ, მალე გაეწერება“, - ამბობს ექიმი. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

🔵„აუტანელი მოსასმენია - „ღმერთმა წაიყვანა თავისთან, სამოთხეში”... არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა“ - პეტრე კოლხი

🔵„ო, როგორ ხარხარებს სამყარო, ო, როგორ შეშლილი ჟამია” - ტარიელ ხარხელაურმა მარიტა მეფარიშვილს ლექსი მიუძღვნა

🔵„ასე გამოვიტირეთ შენამდე „ბიჭი მომავლიდან“, „ბიჭი მწვანე სკოლიდან“. ჩვენ მხოლოდ ტირილი და გულის შემძვრელი ნეკროლოგების წერა შეგვიძლია“ - ნუგზარ სულაშვილი