Digest Logo

„მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დაეკონტაქტა მშობლებს“ - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე

1665746421
ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე

„ნიუ ჰოსპიტალის“ ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ლაზარე ლობჟანიძის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისი თქმით, მოზარდი ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციიდან მოიხსნა. თუმცა, ექიმი დასძენს, რომ 72 საათი არ გასულა, ამიტომ გართულების საფრთხე კვლავ არსებობს.

„ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველ 24 საათში რაც შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე. გართულებების საფრთხე ისევ რჩება, 72 საათი ჯერ არ გასულა. რჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ექიმმა.

რას შეეხება კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობას, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, უკვე გაწერეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

☑️ „სუნთქვებიც ჩავუტარეთ, მასაჟებიც, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ“ - რას იხსენებს მებაღე, რომელიც ტრაგედიას შეესწრო

☑️ „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა, პირდაპირ მზერაც კი უჭირთ... დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი“ - გიორგი კეკელიძე

☑️ „გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა, თურმე ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი სადენი იყო ჩავარდნილი, იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი“ - მარიკა ბაკურაძე უმძიმეს ისტორიას იხსენებს

☑️ „მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

☑️ „ნეტა შემეძლოს იმ გოგონას ხელახლა გადარჩენა, ალბათ, შევძლებდი. ვწუხვარ იმის გამო, რომ იმ საბრალო გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი“ - დევი მეზურნიშვილი