Digest Logo

🎥 „ცომი მზადდებოდა ადგილობრივების მიერ მოყვანილი ხორბლის ფქვილით, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევდა“ - ნინი კახბერიძე სვანურ კერძებზე

1776284812
ნინი კახბერიძე

საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.

გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ნინი კახბერიძე გვიყვება სვანეთის კულინარიულ საიდუმლოებაზე: 

„კუბდარის მთავარი ინგრედიენტი არის გიცრულია. ცომი მზადდებოდა ადგილობრივების მიერ მოყვანილი ხორბლის ფქვილით, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევდა კუბდარს. 

მარილის და გიცრულის გარდა კუბდარს ძველად არაფერს უმატებდნენ. 

გიცრული არის სუნელი, რაც მთის ფერდობზე გროვდება, არის განსაზღვრული დრო მოგროვების, როცა განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა“, - ამბობს ნინი კახბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არის ნამდვილი აკადემია, ეს არის ზნეობის უნივერსიტეტი, მასში არის კათედრა და გარშემო იკრიბება აუდიტორია“ - ლია გულორდავა მეგრულ სუფრაზე

🎥 „ისრიმ მაყვალი არის მკვახე ყურძენი, რომელიც წარმოუდგენელი რამ არის, გამოირჩევა სიმჟავით და წიწილთან ერთად გადასარევია“ - მზია ჩიხლაძე იმერულ კერძებზე

🎥 „არის გათხოვების რიტუალები, გათხოვებიდან მეორმოცე დღეს აუცილებლად მიჰქონდათ გოგოს ოჯახში სადილი...“ - შორენა მენაღარიშვილი აჭარის ტრადიციულ კერძებზე